2018 წლის
8, 9 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მეხუთე მასშტაბურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში.
2015 წლის
16 მაისს მონაწილეობა
მივიღე ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა
XXI საუკუნე,
ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარებულ ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში. (პოსტერების
გამოფენა)
კონფერენციის თემა :
სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის განვითარება
კონფერენციის მიზანი:
ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილ ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას შორის ერთ-ერთი სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაა.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
- კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით სკოლაში სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის განვითარების ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება.
მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
თბილისის მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. შემოსული 500-ზე მეტი განაცხადიდან 208 საუკეთესო თემა შეირჩა. პირველ და მეორე ეტაპზე, რეგიონულ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებდნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომმა საკონკურსო კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. კონფერენციის გამარჯვებული 50 მასწავლებელი კი ფარული კენჭისყრის შედეგად თავად კოლეგებმა გამოავლინეს.
2013 წლის 23-24 დეკემბერს დაბა ჩაქვში ჩატარდა მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება საქართველოს საჯარო სკოლის გამარჯვებულ, სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ეფექტური სასწავლო აქტივობების მიგნების და სიახლეების პრაქტიკულად გამოყენების უნარს. მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს, მოსალოდნელი ცვლილებების სავარაუდო მიმართულებებს.
კონფერენციაზე წარმოვადგინე თემა: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“













Комментариев нет:
Отправить комментарий